მშენებლობა საქართველოში-ინვესტორები
შეგახსენებთ რომ 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით $346 მილიონი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 14.3%-ით ნაკლებია. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. რაც შეეხება წლის პირველ ნახევარს, ამ პერიოდში ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების სახით $751 მილიონი ჩაიდო, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია, რაც პირველ რიგში ქვეყანაში შაჰ-დენიზის მილსადენის მშენებლობის პროექტს უკავშირდება. აზერბაიჯანულმა მხარემ 2017 წლის 6 თვეში საქართველოში $224 მილიონი ჩადო, რაც წინა წელთანმ შედარებით 20%-ით ნაკლებია.
2017 წლის ბოლო 6 თვეში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი კი ასე გამოიყურება, აქვე აღსანიშნია რომ 2018 წლის იანვრის თვიდან ინვესტიციების დაბანდების ზრდა მეტად გაიზრდება:
1.აზერბაიჯანი - $224 მილიონი, კლება წინა წელთან
2.თურქეთი - $120 მილიონი, ზრდა წინა წელთან 35%
3.დიდი ბრიტანეთი - $112 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%
4.ნიდერლანდები - $63 მილიონი, ზრდა წინა წელთან 178%
5.აშშ - $29.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15%
6.პანამა - $29 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1%
7.ჩინეთი - $17.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1325%
8.დანარჩენი ქვეყნები - $150 მილიონი, კლება წინა წელთან 33%
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა), ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ. მსხვილი ქართული კომპანიების ნაწილი (ბორჯომი, აზოტი და სხვა) ევროკავშირის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული, შესაბამისად მათი ბრუნვის ნაწილი ინვესტიციებად აღიქმება. რეინვესტიციების დონემ 2017 წლის პირველ ნახევარში $355 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც აღნიშნულ პერიოდში მთლიანი უცხოური ინვესტიციების 47% იყო.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საინვესტიციოდ ყველაზე მეტი მიმზიდველობით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა გამოირჩევა, აქ წლის პირველ ნახევარში $271 მილიონი ჩაიდო. $125 მილიონით შემდეგ ადგილზე სამშენებლო სექტორია.
აღნიშნულ პერიოდში ენერგეტიკაში $25.9 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 63%-ით ნაკლებია.

ინვესტიციების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის. გთავაზობთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში უცხოელი ინვესტორების მიერ განხორციელებული ყველაზე მსხვილი პროექტების ათეულს:
1. სავაჭრო კომპლექსი „ისთ ფოინთი“ - თბილისში კახეთის გზატკეცილზე საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი გასულ კვირას გაიხსნა. კომპლექსი 85 000 კვადრატული მეტრის ფართობზეა გადაჭიმული.
„ისთ ფოინთის“ საინვესტიციო ღირებულება 90 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
„ისთ ფოინთის“ საინვესტიციო ღირებულება 90 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
2. თბილისის ზღვის ახალი უბანი - ეს არის „ჰუალინგის საერთაშორისო ეკონომიკური ზონის“ პროექტი, რომელიც მდებარეობს თბილისის ზღვის მიმდებარედ 420 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. გეგმის მიხედვით, დამტკიცებული ფართის მშენებლობის დასრულება იგეგმება 10 წლის განმავლობაში, პირველი სამი წლის მინიმალური საინვესტიციო თანხა განსაზღვრულია არანაკლებ 150 მილიონი აშშ დოლარის. პროექტი მოიცავს მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს, სააგარაკო სახლებს, ტურისტულ-დასასვენებელ ზონას, 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, საერთაშორისო სავაჭრო და ლოჯისტიკურ ცენტრს, საბაჟო საწყობს და ოლიმპიურ სოფელს. თბილისის ზღვის ახალი უბანი „ჰუალინგ ჯგუფის“ ყველაზე მასშტაბური პროექტია საქართველოში.
3. სასტუმრო “მერკური” თბილისში - ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „მერკური“ ორთაჭალაში საერთაშორისო ჰოლდინგის - „მაქრო ქონსთრაქშენის“ ინვესტირებით აშენდა. პროექტში 16 მილიონი დოლარი ჩაიდო. სასტუმრო „მერკური“ მსოფლიოს 51 ქვეყანაშია წარმოდგენილი. თბილისში 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა.
4. „ჯინო ფერედაისი“ - გასართობი ცენტრი და გრანდიოზული აკვაპარკი თბილისში. პროექტში 28 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტორია ნოდარ გიორგაძე, რომელსაც სლოვაკეთში აქვს ბიზნესი.
5. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა” - ცენტრი განთავსებულია 10 000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ადმინისტრაციულ ოფისს, შოურუმსა და სერვისცენტრს. ცენტრი დღეში საშუალოდ 250 ავტომობილის მომსახურებაზეა გათვლილი. აღნიშნული პროექტი განხორციელდა „თიბისი ბანკისა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით. ცენტრში ინვესტირებულია 15 მილიონამდე ლარი, დასაქმებულია 120 ადამიანი.
6. საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტი“ - საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში, საბურთალოზე 11.700 მ2 ფართობის ტერიტორიას იკავებს. კომპლექსი ევროსტანდარტის იზოლირებულ კომპლექსს წარმოადგენს. საერთაშორისო ჰოლდინგმა „მაქრო ქონსთრაქშენი“ კომპლექსში თითქმის 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
7. „დირსი“ - ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოში, რომელიც აერთიანებს 20 კორპუსს, 39 ბლოკსა და 4 898 ბინას დასრულებული რემონტით. მშენებლობის პირველი ეტაპი 2014 წელს დასრულდა, ხოლო მთლიანი კომპლექსი 2016 წელს ბარდება. პროექტის ინვესტიცია აზერბაიჯანულ კომპანია AS Group Investment-ს ეკუთვნის. საცხოვრებელი კომპლექსის პროექტში 170 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.
8. „თბილისი მოლი“ - სავაჭრო ცენტრი თბილისში, რომელიც 2012 წელს გაიხსნა. „თბილისი მოლს“ შ.პ.ს „რაკიინ აფთაუნ დეველოფმენთი“ მართავს, რომელიც თავის მხრივ, შ.პ.ს „რაკიინ დეველოფმენთს“ და IFC-ს (საერთაშორისო საფინანსო კომპანიას) ეკუთვნის. „თბილისი მოლის“ პროექტში 115 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
9. „რიქსოს ბორჯომი“ - სასტუმრო და დასასვენებელი კომპლექსი ბორჯომში. ინვესტორია შპს „ყაზმუნაიგაზ სერვისი". ჯამურმა ინვესტიციამ 48 მილიონი დოლარი შეადგინა. სასტუმრო 2014 წელს გაიხსნა და ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სასტუმროს წარმოადგენს საქართველოში.
10. ფოთის პორტი - 2011 წლის აპრილში „ეიპიემ ტერმინალსმა“ საქართველოში ყველაზე დიდი პორტი - „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ შეისყიდა. კომპანიამ 70 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო პორტის ინფრასტრუქტურის განახლებისთვის. სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია, ნაწილი კი 2018 წლისთვის დასრულდება.
რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში?
ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან არსებობს ინვესტიციების მრავალი განმარტება, კერძოდ, უილიამ შარპისა და მისი თანაავტორების აზრით, ინვესტიცია ეს არის „ ფულთან განშორება დღეს, ხვალ უფრო მეტის მიღების მიზნით“. ხოლო რუსი მეცნიერის, ა.ს. სელიშევის განმარტებით ინვესტიციები არის დანაზოგის გამოყენება ძველის აღსადგენად და ახლი საწარმოო სიმძლავრეების და სხვა კაპიტალური აქტივების შექმნის მიზნით.
ჩვენ რაც უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ კი არის ის, რომ: ინვესტიციები ხელს უწყობენ საწარმოო, ინოვაციური და სოციალური პროექტების რეალიზაციას, მონაწილეობენ წარმოების მოცულობის ზრდისა და საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობის შემდგომი ამაღლების საქმეში. სახელმწიფოს კრიზისის პირობებში ინვესტიციები წარმოადგენენ ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებას სოციალური და საწარმოო პოტენციალის სტრუქტურული გარდაქმნისა და მისი ბაზრისადმი დაქვემდებარების გზაზე.
ნებისმიერი ინვესტირების, მთავარი მოქმედი პირი ინვესტორია. ინვესტორი არის პირი ან კომპანია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ბიზნესის რომელ სფეროში რა სახის ინვესტირება განახორციელოს. ინვესტორებს განსხვავებული შეხედულებები აქვს ბიზნეს სტრატეგიებზე და ამის გამო ინვესტირების მრავალი სახე არსებობს.
ინვესტიციების ძირითადი სახეები:
რეინვესტირება;
პირდაპირი ინვესტიციები;
რეალური ინვესტიციები (რეალური ინვესტიციების ქვეშ იგულისხმება დაბანდებანი უშუალოდ წარმოებაში, ანუ ძირითად კაპიტალში და საბრუნავ საშუალებებში);
ფინანსური ინვესტიციები ( ფინანსურ ინვესტიციებს მიეკუთვნებადაბანდებანი ფასიან ქაღალდებში, მიზნობრივი ფულადი ანგარიშები, კრედიტები და ა.შ);
ვენჩერული ინვესტიციები (ახალ ან მცირე საწარმოში ინვესტიცია, რომელიც ჩვეულებრივ აქციათა პაკეტის მნიშვნელოვანი წილის ინვესტორის საკუთრებაში გადასვლის სანაცვლოდ ხორციელდება. ვენჩურული კაპიტალის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია დიდი რისკი);
გრძელვადიანი ინვესტიციები;
მოკლევადიანი ინვესტიციები.
პირდაპირი ინვესტიციები;
რეალური ინვესტიციები (რეალური ინვესტიციების ქვეშ იგულისხმება დაბანდებანი უშუალოდ წარმოებაში, ანუ ძირითად კაპიტალში და საბრუნავ საშუალებებში);
ფინანსური ინვესტიციები ( ფინანსურ ინვესტიციებს მიეკუთვნებადაბანდებანი ფასიან ქაღალდებში, მიზნობრივი ფულადი ანგარიშები, კრედიტები და ა.შ);
ვენჩერული ინვესტიციები (ახალ ან მცირე საწარმოში ინვესტიცია, რომელიც ჩვეულებრივ აქციათა პაკეტის მნიშვნელოვანი წილის ინვესტორის საკუთრებაში გადასვლის სანაცვლოდ ხორციელდება. ვენჩურული კაპიტალის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია დიდი რისკი);
გრძელვადიანი ინვესტიციები;
მოკლევადიანი ინვესტიციები.
ინვესტიციები იყოფა ასევე ფორმების მიხედვითაც:
მატერიალური ინვესტიციები (მიწა, უძრავი ქონება, აღჭურვილობა-ტექნიკა)
არამატერიალური ინვესტიციები (საავტორო უფლებები, ლიცენზიები)
ფინანსური ინვესტიციები (ფასიანი ქაღალდები)
ინვესტიციების როლი თანამედროვე ეკონომიკის განვითარებაში ძალიან დიდია. ინვესტიციები მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომერციული საქმიანობის ეფექტური ფუნქციონირებისა და დინამიური განვითარებისათვის.
არამატერიალური ინვესტიციები (საავტორო უფლებები, ლიცენზიები)
ფინანსური ინვესტიციები (ფასიანი ქაღალდები)
ინვესტიციების როლი თანამედროვე ეკონომიკის განვითარებაში ძალიან დიდია. ინვესტიციები მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომერციული საქმიანობის ეფექტური ფუნქციონირებისა და დინამიური განვითარებისათვის.
ინვესტიციები ასევე ხასიათდება ორი ურთიერთდაკავშირებელი პარამეტრით ესენია- რისკი და მოგება. როგორც წესი რაც უფრო დიდია რისკი მით უფრო მაღალია მოსალოდნელი მოგებაც.
კომპანია BP საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია, რომელმაც ინფრასტრუქტურის და სოციალური განვითარების პროექტებში 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დააბანდა და აპირებს საქართველოსთან მრავალწლიანი ინვესტიციების დაბანდებას, შეგახსენებთ რომö გაზი მილსადენის საქართველოს სექციაში 2006 წლის სექტემბერში გაუშვეს მილსადენის გამოცდისა და ამუშავებისათვის. 2006 წლს გარდაბნის ახლოს დასრულდა, აგრეთვე, SCP მილსადენის საქართველოს გაზმომარაგების სისტემასთან შემაერთებელი ახალი, 12 კილომეტრი სიგრძის მილსადენის მშენებლობა. მისი ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ საქართველომ პირველი გაზი 2007 წლის იანვარში მიიღო.
Комментарии
Отправить комментарий